ევროტურნირები

 2018/03/04 19:44

ევროტურნირები
პირველ ტაიმის შემდეგ რეალი ტურინში იგებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის  პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურინის  იუვენტუსი მადრიდის რეალს მასპინძლობს და პირველი ნახევრის შემდეგ 0-1 მარცხდება. ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა. ისკოს გადაცემის შემდეგ, კრიშტაინუ რონალდომ მიიღო საჯარიმოში ბურთი და ერთი შეხებით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს.  ეს პორტუგალიელის  მე-13 გოლია მიმდინარე ჩემპიონთა  ლიგაზე.  იუვე დიბალასა და იგუაინის მეშვეობით ცდილობდა სწრაფი შეტევების ორგანიზებას.  გონსალო იგუაის რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავური დარტყმა კეილორ ნავასმა მოიგერია. გაშვებული გოლის შემდეგ, ტურინელებმა  ტემპს უმატეს  და სათამაშო ინიციატივაც მოიპოვეს. მადრიდელები  კი პრაგმატულ ფეხბურთზე გადავიდნენ და ზედმეტი გარისკვის გარეშე თამაშობდნენ. ტონი კროოს  შორეული დარტყმით ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა, ტურინელები ძელმა იხსნა. ბოლო წუთებში  იუვეს ფეხბურთელები  შეხვედრის მთავარი არბიტრისგან, ჯუნეტ ჩაკირისგან,  11 მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ. იგუაინის დარტყმის შემდეგ, კაზემიროს  საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა ხელით თამაში არ დააფიქსირა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები