ლეგიონერები

 2018/24/03 03:42

ლეგიონერები
ბასკონიას ევროლიგის ფლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი დარჩა
ავტორი
ლუკა ახალაძე

ევროლიგის 28-ე ტური ესპანური ჯახით დასრულდა. ერთმანეთს ბარსელონა და თორნიკე შენგელიას ბასკონია შეებნენ. შეხვედრა სტუმარებმა 86:73 მოიგეს და ფლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბასკონიელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამაც. რომელმაც 21 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხი ჯარიმიდან ორი გამოიყენა.

ეს გამარჯვება ბასკონიისთვის ზედიზედ მეხუთე გამოდგა და მათ მერვე ადგილი შეინარჩუნეს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში ჩვენებურის გუნდი ევროლიგის ფლეი-ოფში გააღწევს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები