საფრანგეთი

 2019/05/02 14:44

საფრანგეთი
„ტაშ-ფანდური“ ელისეს სასახლეში
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ნეიმარ ჟუნიორმა ტრავმის მიუხედავად, დაბადების დღის გადახდა მაინც მოახერხა. შარშან მის იუბილეზე მთელი საფრანგეთი საუბრობდა და როგორც ჩანს, არც ახლა „შეურცხვენია“ თავი. 

27 წლის ბრაზილიელმა ოჯახის წევრებთან ერთად, თანაგუნდელებიც დაპატიჟა და ელისეს მინდვრების ერთ-ერთ პავილიონიში „ტაშ-ფანდური“ გამართა, რომელიც ყვითელი პრესის განსახილველი გახდა. 

თავად სამხრეთამერიკელი ყავარჯნებით მივიდა წვეულებაზე და ცრემლნარევი ხმით განაცხადა: 

– სპორტსმენებს კარგად ესმით ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. ყავარჯნებით სიარული საშინელებაა, მაგრამ თქვენი დახმარებით, ისევ ძლიერი ვრჩები. თქვენი შემყურე ძალიან ბედნიერი ვარ.

აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპემ და დანი ალვეშმა, პოპულარული ბრაზილიური სიმღერის Parado no Bailão-ს თანხლებით იცეკვეს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები