ინგლისი

 2018/31/03 11:23

ინგლისი
მანჩესტერ სიტიმ ევერტონი დაამარცხა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

  დღეს. ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ევერტონისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება. პეპ გუარდიოლას გუნდს, უკვე, ჩემპიონობა გარანტირებული აქვს. გუდისონ პარკზე გამართული შეხვედრა მთლიანად ქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მანჩესტერელებმა პირველიმე ნახევარში ჰადაწყვიტეს მატჩის ბედი. ლეროი სანეს, გაბრიელ ჟესუსის და რაჰემ სტერლინგის გოლებით ქლაქელები შესვენებაზე  სამ ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.  

 მანჩესტერ სიტის ბურთის ფლობაში უპირატესობა აღარ გვიკვირს,თუმცა ამ შეხვედრაში  ქალაქელების ბურთის ფლობის პროცენული მაჩვენებელი 83 პროცენტი იყო. მეორე ნახევარში სიტიმ ბურთი გააკონტროლა და შეხვედრამ ოდნავ მოსაწყენი სახე მიიღო. ლივერპულელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, რომელიც იანიკ ბოლასიეს ანგარიშზეა.

 

 

    ტურის დანარჩენი შეხვედრები შემდეგი ანგარიშით დასრულდა

      კრისტალ პალასი-ლივერპული 1-2

      გოლები: ლუკა მილიოვევიჩი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი

       ბრაიტონი-ლესტერი  0-2

       გოლები: ვისენტე იბორა, ჯეიმი ვარდი

        მანჩესტერი-სუონსი 2-0

        გოლები: რომელუ ლუკაკუ, ალექსის სანჩესი   

        ნიუკასლი-ჰადერსფილდი  1-0 

        გოლი: აიოზ პერესი

        ვესტბრომვიჩი-ბარნლი  1-2

       გოლები:  ეშლი ბარნსი, 

კრის ვუდი, რონდონი

        ვესთჰემი-საუთჰემპტონი 3-0

          გოლები ჟოაო მარიო, მარკო არნაუტოვიჩი(2)

           

           

             

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები