თავისუფალი

 2018/04/04 19:07

თავისუფალი
საქართველოს ნაკრები გუნდური ფორმატით საასპარეზოდ ემზადება
ავტორი
ნინო ახობაძე

7-8 აპრილს, აშშ-ს ქალაქ აიოვა-სითიში გაიმართება მსოფლიო თასი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის მიხედვით, რვა საუკეთესო ნაკრები გუნდური ფორმატით შეერკინება ერთმანეთს.

მსოფლიო თასის გამარჯვებული და მთავარი ფავორიტი ირანის გუნდი, საკუთარი სურვილით, არ აპირებს აშშ-ში გამოსვლას. ირანმა ტურნირის ბოიკოტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ამ ქვეყანაში წელს (აპრილში) დაგეგმილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასის ჩატარება გადაიფიქრა.

ირანი იმ ჯგუფში უნდა ყოფილიყო, რომელშიც საქართველო, მაგრამ მათ ნაცვლად, მონღოლეთი დაუშვეს.  ამრიგად, საქართველოს ჯგუფში მასპინძელი – აშშ, მონღოლეთი და იაპონია იქნება.

ცვლილებაა მეორე ჯგუფშიც, სადაც რუსეთს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ამერიკელებმა ვიზები არ მისცეს და რუსთა ნაცვლად, ტურნირზე ინდოეთი გავა, რომელიც აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და კუბასთან ერთად მოხვდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:

57 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი;
61 კგ  ლაშა ლომაძე;
65 კგ  მაგომედ საიდოვი;
70 კგ  ლევან ქელეხსაშვილი;
74 კგ  ტარზან მაისურაძე;
79 კგ  ტარიელ გაფრინდაშვილი;
86 კგ  დავით ხუციშვილი;
92 კგ 
 დავით მარსაგიშვილი;
97 კგ– გივი მაჭარაშვილი;
125 კგ–ზვიად მეტრეველი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები