ესპანეთი

 2019/15/04 14:49

ესპანეთი
„იუმორის ზეიმი“: უესკამ ლიონელ მესის „დასცინა“
ავტორი
გოგა წურწუმია

კატალონიის ბარსელონამ ლა ლიგის 32-ე ტურში უესკას წინააღმდეგ ითამაშა. ერნესტო ვალვერდემ „ბლაუგრანას“ ლიდერები დაასვენა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლიონელ მესის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშისას ტრავმა მიიღო. 

უესკას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე კი, არგენტინელის არყოფნაზე ხუმრობა გადაწყვიტეს:  ჩვენ წავიკითხეთ, რომ დრიბლინგის პატარა არგენტინელი ოსტატი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ გვინდა დაგამშვიდოთ, ჩიმი ავილა სათამაშოდ მზად არის.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები