6 ერი

 2019/09/03 20:03

6 ერი
„დრაკონები“ ვერც შოტლანდიელებმა შეაჩერეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უელსის ნაკრებს,ისევ ვერ აჩერებენ. 6 ერის მეოთხე ტურის შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებმა „მარიფილდზე“ უელსის ნაკრებს უმასპინძლა.

პირველი ნახევარი უელსელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მათ მეტოქეს ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანეს, საპასუხოდ ორი ჯარიმა მიიღეს და პირველი ტაიმი 15:6 მოიგეს. 

მეორე ნახევარში „ნარშავებმა“ დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და გრეჰემის ლელოთი სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ „წითელმა დრაკონებმა“ დაცვაში  ძალიან კარგად იმოქმედდეს და მიმდინარე 6 ერზე, ზედიზედ, მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. 

საბოლოოდ, 18:11 უელსის ნაკრების სასარგებლოდ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები