ევროტურნირები

 2018/03/04 21:23

ევროტურნირები
ბაიერნმა ნახევარფინალისკენ გაიწია
ავტორი
ირაკლი გოგავა

ბევრისთვის სევილიას მეოთხედფინალში თამაში მოულოდნელობა იყო, მაგრამ ანდალუსიელებმა პირველ ტაიმში შესძლეს და ბაიერნს ბრძოლა შესთავაზეს.

მასპინძლები უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ და ორი რეალური მომენტიც შექმნეს, რომელთაგან ერთი სარაბიამ გამოიყენა. თუმცა, გერმანელებმა ოპერატიულად გაათანაბრეს – ხესუს ნავასმა უხეხულად დააფარა ფეხი ფრანკ რიბერის ჩაწოდებულს და საკუთარ კარში ჩაჭრა.

შესვენებაზე გუნდები თანაფარდობით გავიდნენ, ხოლო შეცვლებმა სტუმრებს მეტი სარგებელი მოუტანა. არტურო ვიდალმა მოედანი იძულებით დატოვა, ხოლო ხუან ბერნატი ცუდი თამაშის გამო შეცვალეს. შეცვლაზე შემოსულმა ხამეს როდრიგესმა და რაფინიამ მეტი სიმწვავე შემატეს ბავარიელებს.

მეორე ტაიმი უკვე მიუნხენელების იყო, რამდენიმე მომენტის შემქნის შემდეგ, ტიაგო ალკანტარამ კარგად ჩაკეტა რიბერის ჩაწოდებული ბურთი. დაწინაურებულმა ბაიერნმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

სევილიელთა მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შეეცდება რამე მოიგონოს საპასუხო მატჩისთვის, მაგრამ ეს უკვე ურთულესი საქმე იქნება – მიუნხენში მინიმუმ ორი გოლი აქვთ გასატანი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები