ასაკობრივი ნაკრები

 2018/27/11 01:15

ასაკობრივი ნაკრები
„ბორჯღალოსნებმა“ იტალია ჩამოიტოვეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა. ნოემბრის ტესტსერიის დასკვნითი მატჩების შემდეგ, მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ტონგასთან 20:9 ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, მილტონ ჰეიგის გუნდმა  კუნძულელებთან ერთად, იტალიის ეროვნულ გუნდსაც გადაასწრო და განახლებულ რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ნომრად ყოფნა იყო. 

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები