ჭადრაკი

 2018/25/03 03:20

ჭადრაკი
ევროპირველობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ავტორი
ლუკა ახალაძე

ბათუმში მიმდინარე მე-19 ევროპირველობას 9 ტურის შემდეგ ისევ ოთხი ლიდერი ჰყავს, თუმცა გუშინდელი კვარტეტიდან ახალ ოთხეულში მხოლოდ ორი მოჭადრაკეა.

გევეინ ჯონსი და რადოსლავ ვოიტაშეკი ერთმანეთში დაზავდნენ, ხოლო ტამირ ნაბატმა და მაკშეინ ლუკმა შესაბამისად რუს მაქსიმ მატლაკოვთან და უკრაინელ ანტონ კორობოვთან წააგეს და ლიდერთა ოთხეულში ისინი შეუშვეს.

ახლა ლიდერებს 7-7 ქულა აქვთ. მათ ნახევარი ქულით 15 მოჭადრაკე ჩამორჩება. ქართველთაგან საუკეთესო ისებ მიხეილ მჭედლიშვილია, რომელიც მე-9 ტურში ესპანელ დავიდ გუიჯაროს თეთრი ფიგურებით დაუზავდა და 6 ქულით 27-ე ადგილზეა. ამდენივე ქულით 43-ე ადგილზეა თორნიკე სანიკიძე, ვინაც ნორვეგიელ მადს ანდერსენს თეთრებით აჯობა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები