ჭადრაკი

 2018/25/03 14:37

ჭადრაკი
ბათუმში მიმდინარე ევროპირველობას ოთხი ლიდერი ჰყავს
ავტორი
ლუკა ახალაძე

ბათუმში მიმდინარეობს ევროპის  მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. დღეს გაიმართა მე-8 ტურის პარტიები. შეჯიბრებას 6,5 ქულით კვარტეტი ლიდერობს: ტამირ ნაბატი (ისრაელი 2690), გევეინ ჯონსი (ინგლისი 2651), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი 2738) და მაკშეინ ლუკი ჯუნიორი (ინგლისი 2647).

აღსანიშნავია, რომ ჯონსი აქამდე ერთპიროვნული ლიდერი იყო, მაგრამ დღეს დანილ დუბოვთან შავებით ყაიმი ითამაშა და ერთბაშად სამი მოჭადრაკე წამოეწია. კიდევ 6 მოჭადრაკეს ნახევარი ქულით ნაკლები აქვს და მასში არცერთი ქართველი არ ფიგურირებს. ჩვენებურთაგან საუკეთესო მაჩვენებელი მიხეილ მჭედლიშვილს აქვს - 5,5 ქულა. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ აქამდე მჭედლიშვილს არ წაუგია, მაგრამ მოგებაც ცოტა აქვს  - სამი და მე-20 ადგილზეა.

5-5 ქულა აქვთ დავით არუთიანიანსა და თორნიკე სანიკიძეს. ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონდე და ევროპირველობაზე ჩვენი იმედი ბაადურა ჯობავა (2685) 4 ქულით 140-ე ადგილზეა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები