თავისუფალი

 2018/03/07 21:59

თავისუფალი
„ბალავაძის“ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს 9 მედლის მოპოვების შანსი აქვს
ავტორი
ნინო ახობაძე

დღეს, 3 ივლისს, თბილისის სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი ბალავაძე-კარტოზია დაიწყო.

შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა წევრმა მოახერხა ფინალამდე გზის წარმატებულად გავლა.

ხვალ, ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს ბექა ლომთაძეს (61 კგ.). მისი მეტოქე ფინალში, უზბეკი აბოს რახმონოვი იქნება.

ასევე, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ.), სოსლან რამონოვის წინააღმდეგ.

ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება გენო პეტრიაშვილიც (125 კგ.). მისი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ხოციავინსკი იქნება.

ბრინჯაოს მედლებისთვის გიორგი რევაზიშვილი (61 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.) იჭიდავებენ.

დამამშვიდებელ წრეში არიან და ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ ლაშა ლომთაძე (61 კგ.), კოტე ხაბალაშვილი (70 კგ.) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ.).

ფინალური ბლოკი ხვალ, 4 ივლისს, 17:00 საათიდან დაიწყება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები



Error
Whoops, looks like something went wrong.