ასაკობრივი ნაკრები

 2018/27/03 19:45

ასაკობრივი ნაკრები
ახალგაზრდული ნაკრების ფრე ჯგუფის ლიდერთან
ავტორი
ლუკა ახალაძე

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლიდერ დანიას 2-ჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ფრეს დასჯერდა - 2:2.

დანიელები მატჩის აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საამისო არაფერი გამოუვლენიათ. ვერ ვიტყვით, რომ მატჩი რომელიმე გუნდ უნდა მოეგო და ფრე ლოგიკურ შედეგად მიგვაჩნია. ჰო, უხვგოლიანი კი გამოდგა შეხვედრა, მაგრამ ეს უფრო მეკარეთა შეცდომის ხარჯზე.

პირელ ტაიმში გია ცეცაძის გუნდი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და ნახევარი საათის თავზე დაწინაურდა კიდეც - გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი სებასტიან ჯონის კარში აღმოჩნდა. დანიელთა მეკარეს გუნდის გადარჩენა შეეძლო.

ტაიმის მიწურულს რობერტ სკოვმა ასევე საჯარიმოს გარედან გაისროლა და ლაზარე კუპატაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.

დანიელთა მეკარემ მეორე ტაიმში გოლი გვაჩუქა, როდესაც ბექა მიქელთაძის კარის შუაში დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია. უკეთ თამაში მართებდა კუპატაძესაც, როდესაც კუთხურის შემდეგ რასმუს ნისენის დარტყმული ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა - 2:2 და მატჩის ასე მორჩა.

საქართველოს ნაკრებს 7 ტურში 8 ქულა მოუგროვდა და ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩა, მაგრამ დაკარგული ქულებით მეოთხე მაჩვენებელი აქვთ.

ცეცაძის შეგირდებს შესარჩევ ციკლში 3 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 7 სექტემბერს ლიტვას, 12 ოქტომბერს - ფინეთს, ხოლო 16 ოქტომბერს - პოლონეთს ესტუმრებიან.

საქართველო-დანია 2:2

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

1:0 ხარაიშვილი (31), 1:1 სკოვი (43), 2:1 მიქელთაძე (62), 2:2 ნისენი (75)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 61), ზარანდია, კიტეიშვილი, ცეცხლაძე, შულაია, არაბიძე (ბერიძე 88), გიორგაძე, ქანთარია

დანია: ჯონი, ნისენი (ტიჩოსენი 90), რასმუსენი, ანდერსენი, პედერსენი, ნელსონი, დუელუნდი, ინგვარტსენი, სკოვი (პოლი 87), ბრუუნ ლარსენი (სორენსენი 46), კრისტენსენი



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები