სხვადასხვა

 2019/14/08 00:05

სხვადასხვა
წარმატების შემთხვევაში, ფლეი-ოფში საბურთალოს მეტოქე ცნობილია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ნომე კალიუმ დუდელანჟი მიიღო და 0:1 დამარცხდა. ლუქსემბურგში მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს და შესაბამისად, ფლეი-ოფში სწორედ ისინი იასპარეზებენ.

აქედან გამომდინარე, საბურთალოსა და არარატ-არმენიას წყვილში გამარჯვებულის მეტოქე ლუქსემბურგის წარმომადგენელი იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

დიდი შანსია, რომ მათი მეტოქე ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო იყოს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სომხეთში 2:1 იმარჯვეს და განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც 14 აგვისტოს 20:00 საათზე გაიმართება, დიდი უპირატესობა შეიქმნეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები