თავისუფალი

 2018/21/03 08:28

თავისუფალი
ფრეიდენფილდსის რიგით 21-ე თასი
ავტორი
დევიდ ბეტი

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული . ფრეიდენფილდსის რიგით 21- თასის გათამაშება ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენმა ფალავნებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს: 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონები კი გოგა ძიგუა (57 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (86 კგ) გახდნენ.

უფრო წარმატებული გამოდგა მეორე დღე: ჩემპიონები გახდნენ რამაზ თურმანიძე (61 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ), ვერცხლის მედლებს  ბექა ნადაშვილი (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (61 კგ) და გიორგი შამათავამ (125 კგ) მოიპოვეს.

უნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ბელდუხ გავაშელიშვილი და გელსაღირაშილი წვრთნიან, პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე ბელარუსიის გუნდი გავიდა, მესამეზე - პოლონეთის ნაკრები.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები